საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კანადის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლეს
13-12-2016, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კანადის თავდაცვის ატაშეს, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტან ივან ალაინს უმასპინძლეს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 


ლელა ჩიქოვანის განცხადებით, კანადის ატაშესთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო-კანადის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კუთხით ახალი პერსპექტივები გამოიკვეთა.

 

 

„გავაღრმავებთ ორმხრივ საქმიანობას განათლებისა და წვრთნების მიმართულებით. იგულისხმება განათლების კურსით თანამშრომლობა არა მხოლოდ ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან, არამედ კურსები კანადაშიც. შესაბამისად, ეს ქართველ ოფიცრებს ნატოსთან თავსებადობის კუთხით განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც შეიარაღებულ ძალებს თვისობრივად ახალ საფეხურზე ასვლაში დაეხმარება. ეს მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვისა და სამხედრო სფეროში ქართულ-კანადური თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 


თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის და იმ მზაობისთვის რომელსაც კანადის მთავრობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით იჩენს, მადლობა გადაუხადეს. ქართულმა მხარემ კანადის ატაშეს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო.

 


სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანმა ივან ალაინმა ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, კანადის გენერალური შტაბის უფროსის სახელით, გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი