ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის, ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენის ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს სააგრეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტალეპ რიფაიმ მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება თანამედროვე მსოფლიოს ამ ერთ-ერთი წამყვანი სფეროს განვითარების საქმეში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში ტურიზმის სფეროს პრიორიტეტულობას, რაც დიდი როლს თამაშობს ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ განვითარებაში. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო წარადგენს თავის კანდიდატურას გაერო-ს ასეთ მაღალ თანამდებობაზე - ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე და დარწმუნებულია, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი წარმატებით გაართმევს თავს ყველა იმ ამოცანას და მიზნებს რაც ტურიზმის ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას.
„საქართველოსთვის ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ქვეყნის განვითარების, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯისა და წინსვლისთვის. გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციაში გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის წარდგენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსთვის ტურიზმის პრიორიტეტულობას და ამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ამ მიმართულებით“- განაცხადა ჯანელიძემ.
მან ასევე ისაუბრა ზურაბ პოლოლიკაშვილის პროფესიულ საქმიანობაზე და მის მდიდარ გამოცდილებაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საქართველოში ტურიზმის სფეროს აღორძინების საქმეში.
ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.
„აქ წარმოდგენილი საზოგადოება ხაზს უსვამს დღევანდელი ღონისძიების მნიშვნელობას. საქართველოს კანდიდატს საშუალება ჰქონდა გაეზიარებინა საკუთარი ხედვები. მე ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი თითქმის 7 წლის განმალობაში ვიყავი, ახლა ჩემი მანდატი იწურება და იმედს გამოვთქვამ რომ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს საუკეთესო კანდიდატი რომელიც ამ ორგანიზაციის მნიშვნელობას ერთიორად გაზრდის, და სწორედ ამიტომ ვარ მე დღეს აქ“ - განაცხადა ტალეპ რიფაიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.