ინფრასტრუქტურის მინისტრი: ინფორმაცია, რომ სამინისტროში ვინმე ვინმეს კომპენსაციას არ აძლევს, ან სამსახურიდან აგდებს, სიმართლეს არ შეესაბამება
13-12-2016, 05:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ "ინფორმაცია სამინისტროდან თანამშრომლების გაგდების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება". მინისტრის თქმით, უწყებაში მხოლოდ კადრების ოპტიმიზაცია მიმდინარეობს.

 


”სამინისტროში მიმდინარეობს კადრების ოპტიმიზაცია, ვინმე რომ ვინმეს კომპენსაციას არ აძლევს, ან სამსახურიდან აგდებს, ან რაღაც რადიკალური ზომებით არის დაკავებული, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სტრუქტურა უნდა მოერგოს იმ გეგმებს, რაც ჩვენ გაცხადებული გვაქვს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით არაფერი ხდება.

 

 

დარწმუნებული ვარ ღირსეულად ჩავატარებთ ამ პროცესს. დაველოდოთ მოვლენებს.... რაც გვქონდა დაგეგმილი ბიუჯეტის კუთხით, 10%-ით შემცირება სამეურნეო ხარჯებში და სახელფასო ფონდში, ეს უკვე გავაკეთეთ. მიმდინარეობს მთლიანად სტრუქტურაში ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ განვახორციელოთ ის გეგმები, რაც გვაქვს დაგეგმილი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ხალხი ან უნდა წავიდეს, ან უნდა მოვიდეს. უბრალოდ სტრუქტურა უნდა გადაეწყოს იმ გეგმების მისაღწევად, იმ გეგმების განსახორციელებლად, რაც დაგეგმილი გვაქვს”, - განაცხადა ალავიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი