14 დეკემბრიდან, ის სასწავლო დაწესებულებები, მათ შორის, საბავშვო ბაღები, სადაც გრიპის ვირუსის გამო ბავშვების გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, სამი დღით დაიკეტება, - აღნიშნული განცხადება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გააკეთა.
მინისტრმა მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაციითაც მიმართა.
„დღის საათებში მიმართეთ ოჯახის ექიმს და არა - სასწრაფოს, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან, თუ არ იქნება აუცილებლობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, ხელების სისუფთავეს, რადგანაც ხელების ხშირი დაბანა არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი გრიპის ვირუსის გადაცემისაკენ“, - განაცხადა სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.