”ბატონებო, მე შეიძლება ვთვლიდე, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ლარის დასტბილურება, ეკონომიკის წინ წაყვანა, ქვეყნის მართვა, მაგრამ არ მჯერა, რომ ცურვა მაინც არ იცით. ცურვა ნიშნავს იმას, რომ ზედაპირზე იმყოფები, მაგრამ როდესაც მუდმივად ქვემოთ და ქვემოთ ეშვები, ეს ცურვა აღარ არის, ეს მცურავი კი არა, დამხრჩვალი კურსია", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან შეხვედრისას.
”ის, რომ დღეს ლარს აქვს 5-პუნქტიანი ვარდნა, მით უმეტეს იმ დროს, როცა მსგავსი განხილვებია პარლამენტში, რომელმაც, წესით, იმედი უნდა გააჩინოს, ვიღებთ აბსოლუტურად საპირისპირო სურათს. ეკონომიკური ბლოკის მინისტრების ყველა გამოჩენა მოქმედებს ლარის კურსზე უარყოფითად, რადგან მოსახლეობისთვისაც, ბიზნესისთვისაც და ბანკებისთვისაც ლართან დაკავშირებით ცხადი არის ის, რაც გაახმოვანა თქვენმა პირველმა მოადგილემ - ”არ დაიჯეროთ”. პირადად თქვენ ნუ დაიჯერებთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყანა შედის ძალიან ღრმა კრიზისში, საიდანაც მისი გამოყვანა თქვენს მიერ იქნება შეუძლებელი”, - მიმართა დავით ბაქრაძემ ფინანსთა მინისტრს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.