ლევან იზორია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
13-12-2016, 08:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დუმას შეხვდა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში არსებული ურთიერთობის გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

 


ლევან იზორიამ ჰოლანდიის ელჩს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის საქმეში შეტანილი წვლილის გამო, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) პროექტის მხარდაჭერისთვის.

 

 

უწყების ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებასა და სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო ჰოსპიტალებს შორის თანამშრომლობის საკითხზე გამახვილდა. ლევან იზორიამ ჰოლანდიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობისთვის.

 


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ჰოლანდიის ელჩის მოადგილე ფლორ ნუიტენ - ელზინგა დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი