საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ დღეს „ქვეყანას არ ჰყავს არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა“.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების გადაბარების 4 წლის თავზე, თავისი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად მოახერხა ის, რომ დოლართან მიმართებაში 1.65 ნიშნულზე არსებული ეროვნული ვალუტა ისე გააუფასურა, რომ მისი კურსი 2.65-ზე მეტია და თითოეულ მოქალაქეს 1 დოლარში 1 ლარით მეტის გადახდა უწევს, რაც მისი თქმით, „იმას ნიშნავს, რომ ეს 1 ლარი ამოღებულია თითოეული მოქალაქის, თითოეული ადამიანის, თითოეული ბიზნესმენის ჯიბიდან“.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ „რუსთავი 2“ - ის ეთერში ქუთაისის პარლამენტიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა და ლარის გაუფასურებაში ძირითადი ბრალი ეროვნულ ბანკს დასდო, რომელიც წინასაარჩევნოდ უზარმაზარი ოდენობით ხარჯავდა სავალუტო რეზერვებს ლარის კურსის ხელოვნურად შენარჩუნების მიზნით.
„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანას არ ჰყავს არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა. ეროვნული ბანკი ვერასდროს ჩამოირეცხავს შავ ლაქას, რომელიც მან გააკეთა სექტემბერ-ოქტომბერში - დააფიქსირა ლარის კურსი 2.30-ზე, აჩუქა ეროვნულმა ბანკმა მთავრობას წინასაარჩევნოდ სტაბილური ლარი, აბა ყოფილიყო არჩევნები დღეს, აი ამ ვითარებაში რამდენს მიიღებდა „ქართული ოცნება“ ხმას... ფაქტობრივად იმაზე დიდი დევალვაცია მოხდა ხელისუფლების და ეროვნული ბანკის ამ ერთ კვირაში, ვიდრე ლარი გაუფასურდა ამ დღეებში, რეალურად ნდობა დაკარგა ერთმაც და მეორემაც. თუკი 180 მილიონს ხარჯავდა ეროვნული ბანკი სექტემბერში და ოქტომბრის 20 რიცხვამდე, როდესაც მეორე ტური დამთავრდა არჩევნების, რატომ არ შეუძლია ახლა დახარჯოს? ამბობს, რომ ჩვენ არ ვხარჯავთ, ასე ვთქვათ, რეზერვებს, თუკი ფუნდამენტური პრობლემებია, ხოლო თუ ეს არის გამოწვეული რაღაც ტექნიკური პრობლემებით, ვხარჯავთ. გამოდის რომ ქვეყანაში ყოფილა ფუნდამენტური პრობლემები - ანუ ფუნდამენტურად გაუარესებულა ეკონომიკა, მაშინ უნდა აღიარონ ეს და მაშინ უნდა მივიღოთ ანტიკრიზისული გეგმა და არა ის, რომ აბრალებენ თურქეთი ლირას, ეს ხომ აბსოლუტურად სისულელა - თურქეთის ლირა გაუფასურდა და ამიტომ გაუფასურდა ლარი. სხვათაშორის, 2 კვირაა მყარდება თურქეთის ლირა, 2 კვირაა მყარდება რუსული რუბლი - ჩვენი სავაჭრო პარტნიორის, ამერიკის გლობალური დოლარის ინდექსი სუსტდება, მაშინ რატომ ეცემა ლარი? იმიტომ ეცემა, რომ არავითარ კავშირში ამათთან არ არის“, - აცხადებს რომან გოცირიძე და ლარის კურსის დაცემის შეჩერების მექანიზმს მთავრობის მიერ ამჟამად პარლამენტში წარმოდგენილი 2017 წლის ბიუჯეტის, რომელიც მისი თქმით, 1 მილიარდ 300 მილიონითაა გაზრდილი წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით, უკან გაწვევა და ახალი, შემცირებული ბიუჯეტის ვარიანტის შემოტანაა, რადგანაც სხვა შემთხევაში გამოდის, რომ „საკუთარი გაღარიბების ფასად რაღაცებს ვაფინანსებთ“, გვირაბებს თუ სხვა გაუგებარ ინფრასტრუქტურულ პროეტქებს, რასაც „ვერ მიხვდა მთავრობა“.
„ხალხმა უნდა გააკეთოს ალტერნატივა: უსარგებლო ხარჯები, ფუფუნებაზე გაწეული ხარჯები, - 50 მილიონი ლარით ვითომ ამცირებენ ხელფასებს და ამისაც არა მჯერა... ცუდი ბიუჯეტით შეუძლებელია იყოს სტაბილური ფასები, იყოს სტაბილური ვალუტა. ეს ბიუჯეტი უნდა გაიწვიონ უკან! არ გვინდა ზრდა! მადლობთ 1,3 მილარდისათვის, ნუ გვიზრდით გადასახადებს და ნუ იღებთ საგარეო ვალს! ლარი გაამყარეთ! აი, ეს არის ჩვენი მოწოდება!“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.