თქვენ გადასახადებს წევთ, ნაკლებ ფულს უტოვებთ ადამიანებს და ბიზნესს, წინასწარ რატომ არ უთხარით ამომრჩეველს რომ აქციზის გაზრდას აპირებდით? სად წერია თქვენს პროგრამაში, ან რომელ თქვენს კლიპში იყო ეს? თუ არ წერია, რატომ მოატყუეთ ამომრჩეველი? - მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში, სადაც დღეს ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან შეხვედრა გაიმართა.
"პრემიერ მინისტრსაც ეთანხმებით ხომ რომელმაც ამ დარბაზში აღიარა, რომ ამ ტემპით, თქვენი ტემპით ეკონომიკური განვითარების ეს ქვეყანა ასი წელი ვერ დაეწევა ყველაზე ღარიბ ქვეყანას ევროკავშირის?.... რა გამოდის ამ ვითარებაში? თქვენ გადასახადებს წევთ, ნაკლებ ფულს უტოვებთ ადამიანებს და ბიზნესს, ბიუროკრატებს ახარჯინებთ ბევრ ფულს, მაშინ როდესაც ამ ქვეყნის დიდ ნაწილს უჭირს, მაშინ როდესაც ლარს, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზით, ემართება ის, რაც ემართება. განაჩენი გამოგაქვთ, პირდაპირ ეუბნებით ხალხს, რომ გაჭირვება არ შემცირდება. პირდაპი ეუბნებით, რომ ჩვენ უკეთ დავხარჯავთ თქვენ ფულს, ვიდრე თქვენ თვითონ და თან არ გეშველებათ რეალურად არაფერიო. თქვენ აქ წინასაარჩევნო დაპირებებზე საურობდით. ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი: წინასწარ რატომ არ უთხარით ამომრჩეველს, რომ აქციზის გაზრდას აპირებდით? სად წერია ეს თქვენს პროგრამაში? თუ არ წერია, რატომ მოატყუეთ ამომრჩეველი?”, - მიმართა ბოკერიამ დიმიტრი ქუმსიშვილს, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ მას ამომრჩეველი არ მოუტყუებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.