თბილისში, გრიპის ვირუსის გამო, ოთხი კლინიკა 24-საათიან მომსახურებაზე გადავა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა.
მისი თქმით, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არსებული "საოჯახო მედიცინის ცენტრი", ასევე "მედკაპიტალის" საოჯახო კლინიკის ცენტრები ისანი-სამგორის, გლდანისა და საბურთალოს რაიონებში, პაციენტთა რაოდენობის გაზრდის გამო, 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ.
„112-ში შესული ზარები დახარისხდება. გრიპის ვირუსთან დაკავშირებული შემთხვევებიდან ყველაზე გადაუდებელ შემთხვევებეზე სამედიცინო ბრიგადები გავლენ. დანარჩენი ზარები კი, რომლებიც არ იქნება გადაუდებელი, გადამისამართდება იმ საოჯახო მედიცინის ცენტრებში, რომლებიც დღეიდან გადავლენ 24- საათიან მომსახურებაზე“, - განაცხადა ბერძულმა და დასძინა, რომ აღნიშნული პროტოკოლი მხოლოდ თბილისში ამოქმედდება, რადგან ამ ეტაპზე რეგიონებში სტაბილური ვითარებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.