[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაერო-ს როლის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. მათ შორის, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, რაც განსაკუთრებული შეშფოთების საგანია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის პირობებში.
ყურადღება გამახვილდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტებზე, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას. პრემიერის განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის სტაბილურობას, ისე ოკუპირებულ რეგიონებში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.