თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, 09:55 წუთზე მეტროსადგურ "სამგორში" საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების პრობლემა დაფიქსირდა.
შესაბამისად „სამგორი“, „ისანი“ და „ვარკეთილის“ სადგურები ვერ ემსახურება მგზავრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია განცხადებას ავრცელებს.
„მეტროს სადგური „სამგორი“, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. 09:55 საათიდან პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობენ ზონურად, კერძოდ „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“. ადგილზე მობილიზებულები არიან სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.