საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა "რესპუბლიკური პარტიიდან", თინა ხიდაშელმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს მახსოვრობისა და აღქმის უნარი დაუწუნა და უთხრა, რომ მათ გიორგი კვირიკაშვილის ორი გამოსვლიდან, მთავარი გზავნილები ვერ გაიგეს და მხოლოდ სანიტარული საშუალებების შემცირების ეპიზოდი დაამახსოვრდათ.
"ერთადერთი რაც გაიგო კვრიკაშვილის დღევანდელი ორი გამოსვლიდან ბატონმა რატიანმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ", ეს არის ის, რომ თურმე სანიტარული საშუალებები უნდა შევამციროთ, სხვა ვერაფერი გაიგეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობამ ყველაფერი დანარჩენი გაიგო."
თინა ხიდაშელმა საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ციფრებზე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საუბრისაგან თავი შეიკავა და პოლიტიკური განცხადების გაკეთება ამჯობინა. მან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს აუხსნა, რომ ქუჩაში დაცვის გარეშე დადის, ტაქსითაც გადაადგილდება და ბაზრობების ხშირი სტუმარიცაა, თუმცა ბაზრობაზე ადამიანები მას საყვედურებით ხვდებიან. "მე პირადად, ერთ ადამიანს, არ ვიცი სხვა ჩემს კოლეგებს ვის რას ეუბნება, მე იმ ადამიანს, იმ "ბეგრაუნდით", რომელიც მაქვს, რისთვისაც ვიბრძოდი და რისთვისაც ამირჩიეს და რითაც დავამახსოვრე მოსახლეობას თავი, იცით, რას მეუბნებიან ბაზრობაზე ადამიანები? ქალბატონო თინა, ძალიან გვიყვარდით და აღარ გვიყვარხართ, იმიტომ რომ იმათ ["ნაციონალური მოძრაობის" წევრების] გვერდით ზიხართ და ამდენს ალაპარაკებთო," აღნიშნა საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.