ოთარ კახიძე: ჩიორა თაქთაქიშვილის ხმამ გადაწყვიტა, როგორ უნდა ჩატარებულიყო ყრილობა - გაუგებარია, რა არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი
14-12-2016, 02:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე ეხმაურება.

 


კახიძის თქმით, თაქთაქიშვილის მხრიდან, "უხერხულია ბრალდებების გაჟღერება".

 

 

„ჩიორა თაქთაქიშვილის ეს განცხადება შეუძლებელია სერიოზულად აღიქვა. რაც შეეხება ფორმალურ მართვას, პარტიას მართავს პოლიტიკური საბჭო. ჩვენ ვნახეთ, რომ 25-მა ადამიანმა და მათ შორის ჩიორა თაქთაქიშვილმა გადაწყვიტა საკითხი, ისე როგორც თავად თაქთაიშვილი და მისი თანამოაზრეები თვლიდნენ საჭიროდ. პარტიის ამაზე მეტად დემოკრატიულად მართვა, უბრალოდ არ არსებობს. ჩიორა თაქთაქიშვილის ხმამ გადაწყვიტა, როგორ უნდა ჩატარებულიყო ყრილობა. გაუგებარია, რა არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი. რაც შეეხება უხერხულ ბრალდებას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა გასცა პასუხი, რომ ეს არის დაკავშირებული პარტიაში გარკვეულ რეორგანიზაციასთან, ხარჯების ოპტიმიზაციასთან. ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ გუნდურობასთან. უხერხულია, ასეთი ბრალდებების გაჟრეღება უაპელაციოდ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის, კობა ხაბაზი და გოგა ონიანი „შემცირებაში მოაყოლა“.

 

 

"კობა ხაბაზი, თავისუფალი ზონის დამფუძნებელი და ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი, გოგა ონიანი - ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე, ზურაბ ცერცვაძე - საჩხერეში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი, გიორგი ხურცილავა - 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი, ვაჟა წოწკოლაური - 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი, გიორგი ბაბაკიშვილი, ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, რომლებიც ღიად მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას, შემცირებაში მოაყოლა "შიდადემოკრატიის" სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა", - წერს თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი