"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე პროკურატურაში დაიბარეს.
"დამიკავშირდნენ პროკურატურიდან და მითხრეს, რომ უნდა გამაცნონ ჩემი ავტომობილის აფეთქების საქმეზე არსებული მასალები, რასაც აქამდე ვითხოვდი და პროკურატურა უარს მეუბნებოდა," - განუცხადა "რუსთავი 2"-ს გივი თარგამაძემ.
თარგამაძის მანქანა ბარათაშვილის ხიდთან 2016 წლის 4 ოქტომბერს აფეთქდა. შს სამინისტრომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა, ერთზე კი ძებნა გამოაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.