საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებას ეხმაურება.
აბესაძის განცხადებას, რომ ამ საქმეზე წინასაარჩევნოდ არც მმართველმა ძალამ და არც პროკურატურამ პოლიტიკური განცხდებები არ დაიშურა - საუბარი იყო რაღაც უკრაინულ კვალზეც, ამ ყველაფრის შემდეგ კი, ამ საქმეზე სრული დუმილია, კობახიძემ უპასუხა, რომ საქმის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.
„მზად ვართ, განვიხილო ეს საკითხი თქვენთან ერთად, თუ საჭირო იქნება სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით, რათა უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ საკითხში. მზად ვარ, განვიხილო კონსულტაციის რეჟიმში ეს საკითხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.