საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის კადეტებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამერიკელ სტუმრებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებზე ესაუბრა. საუბარი ასევე კავკასიის გეოპოლიტიკასა და უსაფრთხოების გამოწვევებსაც შეეხო.
უწყების ინფორმაციით, ამერიკელი კადეტები საქართველოში 2016-2017 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. სასწავლო პროგრამის განმავლობაში კადეტებმა სხვადასხვა შეხვედრა-დისკუსია გამართეს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის სასწავლო პროგრამა ოთხ წელს მოიცავს და აერთიანებს აკადემიურ ცოდნას, სამხედრო წვრთნასა და ფიზიკურ გამძლეობას, რათა კურსდამთავრებული საჰაერო ძალების საუკეთესო ოფიცერი გახდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.