დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია შეუქცევად წინსვლასა და განვითარებაზე
14-12-2016, 05:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დეპუტატებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს. მინისტრი აცხადებს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი "ორიენტირებულია შეუქცევად წინსვლასა და განვითარებაზე".

 

 

”დღეს ჩემთვის, როგორც ფინანსთა მინისტრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლაა, ვინაიდან მე წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის 2017 წლის ბიუჯეტის კანონს. დოკუმენტს, რომელიც არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარანტი და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში, როგორიც არის ერთი წელი, არამედ საფუძველია ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა და სტაბილურად ცხოვრება უნდა უზრუნველყოს. ზოგადად, საქართველოს განვითარება დამოკიდებულია იმ ნაბიჯების თანმიმდევრობაზე, რომელსაც ჩვენ, ხელისუფლება და საზოგადოება ერთად გადავდგამთ და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მივიღებთ შედეგებს.... ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა, პირობების შექმნა განვითარებისათვის და შესაძლებლობების მიცემა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. სწორედ ამიტომ, წარმოდგენილი ბიუჯეტი ორიენტირებულია შეუქცევად წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენ ყველას ერთად, როგორც არასდროს, გვჯერა საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლის”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი