„სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, პაატა ბურჭულაძემ საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლა და სცენაზე დაბრუნება გადაწყვიტა. ამის შესახებ ჭადრაკის სასახლეში გამართულ პარტიის ყრილობაზე გახდა ცნობილი.
პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უცხოეთში მიემგზავრება და საერთაშორისო კარიერას უბრუნდება, პარტიაში ასპარეზს კი ახალგაზრდა თაობას უთმობს.
ბურჭულაძის დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხემბის 3%-ზე ოდნავ მეტი მიიღო და სახელმწიფოს მხრიდან ყოველწლიური დაფინანსებაც მოიპოვა, 24 წლის ნიკა მაჭუტაძე უხელმძღვანელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.