დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ფინალურ ფაზაზე გადასვლა მიულოცეს
14-12-2016, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ მინისტრს საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. სამუშაო სადილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრნენ.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ფინალურ ფაზაზე გადასვლა მიულოცეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ელჩებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის.

 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ რეფორმებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი