საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან, ვაჰან მარტიროსიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გამახვილდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.