აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ საქართველოში ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. თეთრი სახლის ცნობით, ამ თანამდებობას იან კელი დაიკავებს.
"პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სურს, საქართველოში ელჩის თანამდებობაზე იან კელი დანიშნოს", წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
იან კელის საგარეო ურთიერთობების კუთხით კარგი გამოცდილება გააჩნია. იგი სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე საქმიანობდა. კერძოდ, იყო აშშ-ს ელჩი ეუთო-ში 2010 2013 წლებში. ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 1987-1990 წლებში საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მას ლენინგრადში მუშაობის სამწლიანი გამოცდილებაც აქვს. იგი ამ პერიოდში კულტურული საქმეების ოფიცრის თანამდებობას იკავებდა. ფლობს იტალიურ, თურქულ და სერბო-ხორვატიულ ენებს.
საქართველოში აშშ-ის ახლანდელ ელჩს, რიჩარდ ნორლანდს ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. ის საქართველოში 2012 წლის შემდეგ მუშაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.