„2017 წელს, თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, გორში და თელავში აშენდება,“ - ფინანასთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.
„ეს იქნება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოს ოთხ ქალაქში ჯანმრთელი ცხოვრების წესს შუწყობს ხელს, რაც ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ფეხბურთის და რაგბის სტადიონების განახლებას თბილისში, რუსთავში და ქუთაისში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.