საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი საერთო ჯამში 11 მილიარდ 457 მილიონ ლარს შეადგენს. მას102-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 10-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს საპარლამენტო უმცირესობამ და "პატრიოტთა ალაინსმა" მხარი არ დაუჭირეს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 11 415.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: - საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 338.3 მლნ ლარს, გრანტები - 154.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 922.7 მლნ ლარს. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 457,2 მლნ ლარით, არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა 90.0 მლნ ლარით, ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა კი 1 792.7 მლნ. ლარის ოდენობითაა განსაზღვრული.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 121.2 მლნ ლარს შეადგენს.
ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.