შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით გაზარდა, რაც მხოლოდ მეორედ მოხდა ათი წლის განმავლობაში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ფედერალურმა რეზერვმა კენჭისყრაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი განაკვეთის 0.5%-იდან 0.75% -მდე შუალედში გაზრდის წინადადებას, მაგრამ განცხადებაში გაიმეორა, რომ ის მოელის, რომ ეკონომიკას მხოლოდ „თანდათანობითი“ ზრდა ესაჭიროება მომავალში.
ამგვარი ნაბიჯის გადადგმას ფართოდ მოელოდნენ და ეს ნაბიჯი ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთის გაზრდიდან ერთი წლის შემდეგ გადადგა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ეკონომიკური პერსპექტივა „დიდწილად გაურკვეველია“ და ზრდა მხოლოდ „ზომიერი ცვლილება“ იყო.
როგორც BBC წერს, ინვესტორები ახლა თავიანთ ყურადღებას ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის ჯანეტ იელენის მომავალი პრესკონფერენციისკენ მიაპყრობენ. ისინი დაიწყებენ ახალი პროგნოზების და გასაღების ძიებას პოლიტიკის შემქმნელთა ნააზრევზე იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა ზრდასა და ინფლაციაზე.
ამერიკაში ინფლაცია ამჟამად ფედერალური რეზერვის სამიზნეზე -2%-ზე დაბალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.