საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, დესისლავა ივანოვას შეხვდა.
დიპლომატმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო, 2017-2019 წლებში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებს შეასრულებს, ხოლო 2018 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ბულგარეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ელჩის განცხადებით, საქართველოს, ბულგარეთისგან ინსტიტუციური მხარდაჭერა ექნება.
მათივე ინფორმაციით, საუბარი ორმხრივი ურთიერთობის გააქტიურების აუცილებლობას შეეხო. საქართველოს პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის ურთიერთობები ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს, რადგან გარდა იმისა, რომ ბულგარეთი საქართველოს მდგრადი პარტნიორია, ღირებულია მისი გამოცდილების გაზიარება, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ყურადღება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხსაც დაეთმო. დაიგეგმა სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელება.
შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.