ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალ ვაჭრობაზე რეალური მოლაპარაკებები არც წინა და არც ახლანდელი მთავრობის პერიოდში არ ყოფილა, ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში გუშინ ორი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.
"ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების თემა მაღალი დონის დიალოგის ოქმებში მუდმივად ფიგურირებდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ობამას მიერ გაჟღერდა ეს მესიჯი, შემდეგ რეალური მოლაპარაკებები არც წინა ხელისუფლების და არც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან არ ყოფილა. არც ჩვენს პერიოდში არ დაწყებულა, ვინაიდან არის ძალიან კონსერვატიული დამოკიდებულება კონგრესის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამას ემსახურება სავაჭრო მისიის ვიზიტი, რათა შევუქმნათ ინფორმაციული კომფორტი, თუ რა რეფორმები ხორციელდება, თუ რა ღია პოლიტიკა გვაქვს ეკონომიკაში. რეალურად მოლაპარაკებები დაიწყება, როდესაც იქნება აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მხრიდან გამოხატული ნება," განაცხადა კვირიკაშვილმა და დაამატა, რომ დღევანდელი მთავრობა არასწორი მოლოდინების შექმნას არ აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.