გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას
15-12-2016, 01:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, საუბრები ხარჯების 30%-იან შემცირებაზე, უპასუხისმგებლო მიდგომაა.

 


"ჩვენ ვაკეთებთ 10%-იან ოპტიმიზაციას. ის განცხადებები, რომლებიც გვესმის, რომ 30%-ით შეამცირეთ ხარჯები, მათემატიკურად არის შესაძლებელი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მიდგომა, რომელზეც ჩვენ არ წავალთ. ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვანარჩუნებინებს ჯანსაღი განვითარების დინამიკას.

 

ასევე ვაკეთებთ საგადასახადო ლიბერალიზაციას იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აისახება პოზიტიურად ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე. ვაკეთებთ გადასახადების ზრდას იმ მიმართულებებზე, რომლებსაც ყველაზე ნაკლები უარყოფითი ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შევქმნათ სწორი განვითარების პროცესი, მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღება, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაჯანსაღდეს, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე და ჩვენმა მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყოს სავალუტო კურსი და შეხედოს მხოლოდ და მხოლოდ ფასთა დონის ცვლილებასა და ინფლაციას", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი