გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი NATO -ს წევრობაა
15-12-2016, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულმა საზოგადოებამ ნათლად აირჩია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზა. ეს არის თავისუფალი ხალხის არჩევანი იცხოვროს თავისუფალ საზოგადოებაში და ბუნებრივია, რომ ამ სურვილის ყველაზე ადეკვატური განხორციელება სწორედ ქვეყნის დემოკრატიული პოლიტიკური მოწყობაა და მისი ამ პროცესის მუდმივი გაღრმავება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა "თბილისის სტრატეგიული დისკუსიის" გახსნის ღონისძიებაზე.

 

 

მარგველაშვილმა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს არჩევანზე და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე ისაუბრა.

 


"დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება და ჩვენი კულტურული ფესვები განაპირობებს იმას, რომ გეოპოლიტიკურად ჩვენი სახელმწიფო დაუკავშირდა ევროატლანტიკურ სივრცეს, ხოლო პოლიტიკური მისწრაფებები ნათლად ჩამოყალიბდა, როგორც მისწრაფება ევროკავშირისა და NATO-ს მიმართულებით.

 


ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია NATO -სთან თანამშრომლობაში, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობაში, ერთობლივ წვრთნაში და პარტნიორებთან ერთად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განუხრელ გაღრმავებაში გამოიხატება;

 


შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი NATO -ს წევრობა და აქაც ლოგიკურად ვხედავთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთიან სივრცეში იმ ქვეყნებთან, ვინც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და ამავე დროს, ვიქნებით ყველაზე დაცული და ყველაზე ეფექტური თავდაცვის და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი, მაგრამ სანამ ეს მიზანი განხორციელდება ჩვენ სტრატეგიულად მიმართული ვართ იმ შესაძლებლობათა ფანჯრის ძიების მომენტისაკენ, რომელიც მოქგვცემს შესაძლებლობას გავწევრიანდეთ NATO - ში, თუმცა ამ მომენატამდე ბუნებრივია, რომ მიზნად რჩება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაღრმავება და გაძლიერება და ამ თვალსაზრისით, ჩვენ არ ვასუბრობთ მხოლოდ შეიარაღებულ ძალებზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის სამხედრო კომპონენტზე, არამედ ვსაუბრობთ მთლიანად საზოგადოების, სახელმწიფოს, ქვეყნის მზაობაზე დაიცვას თავისი თავი.

 


დღეს აქ შეკრებილია საზოგადეობა, რომელსაც ამ საკითხებზე კვალიფიციური პროცესის წარმართვაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია.

 


შესაბამისად, საქართველოს დღევანდელი ამოცანაა „შესაძლებლობათა ფანჯრისთვის“ მზადება. ამ კუთხით ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებსაც ანალოგიური გზა სულ რამდენიმე წლის, თუ ათწლეულის წინ აქვს გავლილი.

 


ამ მიმართებით ჩვენთვის მისაღები და გასათვალისწინებელია ჩვენი მეგობრების ყოველი მოსაზრება და რეკომენდაცია.

 


სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტია. ეს კი ყველა იმ სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებში უნდა შედიოდეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია შავ ზღვასა და კავკასიაში თანამშრომლობის განვითარება.

 


ჩვენ მოუთმენლად ველოდებით და დაუღალავად ვისწრაფით ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ - ხაზგასმით მინდა აღვნიშნო- საქართველოს NATO - ში გაწევრიანება ნიშნავს რეგიონში სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეს კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონული და ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის პროექტების განვითარებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ რეგიონის ქვეყნებისათვის.

 


მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს - რუსეთის მიერ. თუმცა, შევხედოთ ისტორიას, შევხედოთ NATO-ს გაფართოების რამდენიმე ტალღას და ვნახავთ, რომ ქვეყნები ოკუპირებული ტერიტორიებით, სადავო საზღვრებით, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან, იქნენ მიღებულნი ალიანსში და ამით სარგებელი ყველამ მიიღო: გაძლიერდა ალიანსი, გაძლიერდნენ თავად ეს ქვეყნებიც და გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილმა რუსეთის ფედერაციამაც მიიღო უფრო დაცული საზღვრები და სტაბილური მეზობლები, რომლებთანაც თანამშრომლობის არაერთი ახა3ლი პროექტი განავითარა," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი