ქობულეთის მუნიციპალიტეტში თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში - 30 სმ-ს, ხოლო ქალაქში 5 სმ-ს აღწევს.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით გზის გაწმენდით სამუშაოები სოფელ ქობულეთში, ზედა სამებაში, კვირიკეში, მუხაესტატეში, წყავროკასა და მე-7 რაიონში მიმდინარეობს.
„უამინდობის გამო დაზიანდა ელექტოგადამცემი ხაზები და 1500 -მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტოგადამცემი ხაზების აღდგენა.
ამ დროისათვის სოფელ ქობულეთსა და ჩაქვის სასულიერო ბაღში უშუქობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია, ხოლო გვარასა და ქაქუთში კონტინგენტის არ გამოცხადების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა“, - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.