საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, „ენგურჰესსა” და „ვარდნილჰესის“ კასკადზე ელექტროენერგიის წარმოების გაძვირება სამომხმარებლო ტარიფზე ასახვას არ ჰპოვებს.
„ეს სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება. ჩვენთვის“ ენგურჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, რადგან ამ სადგურის გამართული მუშაობა მთლიანად ენერგოსისტემისთვის არის მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილება, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მარტი-აპრილში გავაჩეროთ ეს ჰიდროელექტროსადგური, რადგან გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების აუცილებლობაა“,- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა და დაამატა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე გამრიცხველიანების მისაღწევად.
„გამრიცხველიანება აფხაზეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს აღრიცხვა ელექტროენერგიის მოხმარების, მოხდეს გადასახადების დაწესება, როგორც ეს ნორმალურად ხდება ნებისმიერ ენერგეტიკულ სექტორში. ამ მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს“,-განცხადა კახი კალაძემ.
სემეკ-ის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული 1 კვტ.სთ ელექტროენერგია 1, 189-დან, 1,496 თეთრამდე გაიზარდა. „ვარდნილჰესის“ კასკადის შემთხვევაში კი, ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგია 1,17 თეთრის ნაცვლად, 2,88 თეთრი ეღირება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.