თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს სხვადასხვა სსიპ-ების 200-მდე თანამშრომელს რეორგანიზაცია შეეხოს
15-12-2016, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს სხვადასხვა სსიპ-ების 200-მდე თანამშრომელს რეორგანიზაცია შეეხოს. მისი თქმით, ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, "როცა დაიწყება, პროცესი იქნება გამჭვირვალე".

 

 

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წულუკიანმა განაცხადა, სამინისტროში ხელფასების შემცირება არ ხდება, უქმდება ძალიან ბევრი ვაკანსია, მაგრამ იმ შემთხვევაში, სადაც ეს გამართლებულია.

 

 

"სადაც 10%-ით შემცირების საშუალება იყო, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ეს უკვე გაკეთდა. მაგალითად იუსტიციის სამინისტროს დიდ სსიპებ-ში. 10% იყო მინიმუმი, რომელზეც მინისტრები პრემიერ-მინისტრთან შევთანხმდით.... მაგალითად, დეპარტამენტში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს იცავს ჰააგის გამოძიების პროცესში, ვაკანსიები შენარჩუნდა და არაფრის ფასად არ გაუქმდება. სხვაგანაც შევინარჩუნეთ თავისუფალი ადგილები, რადგან სახელმწიფო ინტერესს ამ ვაკანსიის შევსება შეიძლება დასჭირდეს. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციას ჰქონდა გამომძიებლის რამდენიმე ვაკანტური პოზიცია. რამდენიმე მათგანი გაუქმდა, რადგან არ ვვარაუდობთ, რომ ეს შეიძლება გაისად დაგვჭირდეს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი