თავდაცვის სამინისტროში საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარების მიზნით, განსახორციელებული კონკრეტული ღონისძიებები განისაზღვრა. დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საჰაერო თავდაცვის ინიციატივაზე მომუშავე ფრანგი ექსპერტების ჯგუფს უმასპინძლა.
შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართული და ფრანგული მხარეები პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატზე შეჯერდნენ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სისტემის ნატოსთან თავსებადობის გაზრდას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე.
ლელა ჩიქოვანმა ფრანგულ მხარეს ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
„აღნიშნული ვიზიტი არის ნათელი დემონსტრირება, რომ ფრანგული მხარე აქტიურადაა ჩართული ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული ამოცანების ეფექტურად განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა მან.
უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის ინიციატივა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.