საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრესს, რომელსაც, ევროპის საბჭოს შეფასებით, საქართველომ მთელი რიგი მიმართულებებით მიაღწია.
როგორც კრისტიან ურსემ განაცხადა, ევროპის საბჭო, ასევე მიესალმება სხვადასხვა ფორმატებში საქართველოს წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოსადმი ევროპის საბჭოს ურყევი მხარდაჭერა, საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებულ კონსოლიდირებულ მოხსენებაშიც აისახება.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, რასაც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
შეხვედრას საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.