საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის კუთხით არსებულ დინამიკას ხაზი გაუსვეს.
"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა და ავსტრიის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. არად ბენკოს განცხადებით, სულ უფრო და უფრო იზრდება ავსტრიელი ბიზნესმენების დაინტერესება საქართველოთი.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებაზე.
ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა", - აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.