საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე პირველ მოადგილესთან, ირაკლი მატკავასთან ერთად, ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრი სტუმარს სამინისტროს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და პროექტების შესახებ ესაუბრა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ახალ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელსაც 2017 წელს ერთობლივად, ევროსტანდარტების შესაბამისად განახორციელებენ როგორც საგზაო უსაფრთხოებისა და რეგიონული თვითმმართველობების განვითარების, ისე რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიმართულებით.
ზურაბ ალავიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება.
იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროკავშირის საქართველოს წარმომადგნლობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.