მარნეულში, ბოლნისსა და ჭიათურაში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების (კანალიზაციის განწმენდი ნაგებობების ჩათვლით) რეაბილიტაცია-მშენებლობა განხორციელდება.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნულს ითვალისწინებს „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6“, რომლის განხორციელების მიზნით სასესხო შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროში ხელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ მოაწერეს.
აღნიშნული შეთანხმებით, საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება შეღავათიანი ფინანსური რესურსი 99 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ამისა, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.
სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. პროექტის განხორციელება 2017 წელს დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.