საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წარმომადგენელის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ფრაქცია მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში გადანაწილებული კვოტებით უკმაყოფილოა და პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას გეგმავს.
ინაშვილი "პოლიტიკურ დისკრიმინაციაზე" საუბრობს და აცხადებს, რომ "საქართველოს პატრიოტების" წარმომადგენლები არც ერთი ევროპული ქვეყნის დელეგაციაში არ არიან წარმოდგენილი.
,,პრაქტიკულად არსად არ ვართ ევროპულ ნაწილში წარმოდგენლი და როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ქვეყანას ევროპისკენ აქვს კურსი, ამ დროს შენი პარლამენტის ოპოზიციის ნაწილი არ გყავს წარმოდგენილი ამ დელეგაციებში. ეს პოლიტიკური დისკრიმინაციაა. ჩვენ არ ვართ წარმოდგენილები ეუთო-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაცაა და მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ და „ოცნებაა“ წარმოდგენილი. რჩება ორი ერთმანეთთან შეთანხებული პარტია. თუ ჩვენს ფრაქციას არ ექნება მონაწილეობის უფლება ამ დელეგაციებში, ვფიქრობ, არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტის სხდომებზე დასწრებას. ახლა ვყალიბდებით იმაზე, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტის რეჟიმი და არ მივიღოთ მონაწილეობა პარლამენტის სხდომებში, ვიდრე ჩვენი საკითხი დადებითად არ გადაწყდება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში 53 ძირითადი და 43 სათადარიგო შემადგენლობა განისაზღვრა, რომელშიც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ ძირითადი - 38, სათადარიგო - 30, „ქართული ოცნება - მრეწველები“ ძირითადი -2, სათადარიგო - 2, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძირითადი - 8, სათადარიგო - 7, „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ ძირითადი - 2, სათადარიგო - 2, „საქართველოს პატრიოტები“ ძირითადი - 2, სათადარიგო - 2, უფრაქციო პარლამენტის წევრები ძირითადი - 1.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.