EgyptAir-ის ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მსხვერპლთა ნარჩენებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი იპოვეს
15-12-2016, 13:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხმელთაშუა ზღვაში მაისში „ეგვიპტის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მსხვერპლთა ნარჩენებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი იპოვეს. ინფორმაციას BBC ეგვიპტელ გამომძიებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


სამოქალაქო ავიაციის მინისტრის განცხადებით, Airbus A320-ის ჩამოვარდნაზე ახლა სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიება დაიწყება.

 


თვითმფრინავი 19 მაისს პარიზიდან ქაიროსკენ მიემართებოდა, როდესაც ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა.

 


ფრანგულ გამოძიებასთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ მათ ეჭვები გააჩნიათ ეგვიპტური მხარის მიერ უკანასკნელი აღმოჩენების მიმართ.

 


მათ BBC-ის განუცხადეს, რომ ეგვიპტის ხელისუფლებასთან მუშაობისას „სირთულეები“ იყო და მათი მთავარი წუხილის საგანი იყო ენახათ დაღუპული ფრანგების ნაშთები.

 


თვითმფრინავს 40 ეგვიპტელი, მათ შორის ეკიპაჟის 10 წევრი და ფრანგული ეროვნების 15 მოქალაქე გადაჰყავდა.

 


ხუთაშაბათს გავრცელებული ცნობის საპასუხოდ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის კატასტროფის თაობაზე გამოძიება გრძელდება.

 


„საფრანგეთი, როგორც ეს ამ ტრაგიკული ინციდენტის დასაწყისიდანვე იყო, რჩება ეგვიპტის შესაბამისი სამსახურების განკარგულებაში, წვლილი შეიტანოს ამ გამოძიებაში, მათ შორის ექსპერტების ჩართვის თვალსაზრისითაც“, - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა ხუთშაბათს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი