საბავშვო ბაღებისთვის შეშის შესაძენად გამოყოფილი თანხის მითვისების ფაქტზე, „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცეს
16-12-2016, 00:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში „ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ყოფილი დირექტორი და ერთი მეწარმე მისცა.

 


საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2014 წლის პერიოდში, ყვარლის მუნიციპალიტეტმა გამოყო საბიუჯეტო თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა მუნიციპალიტეტში შემავალი საბავშვო ბაღებისათვის სათბობი შეშის შეძენას. ბრალდებულებმა, თანხის მიზნობრივად გახარჯვის ნაცვლად, ხელოვნურად გაზარდეს შესასყიდი პროდუქციის რაოდენობა, რეალურად შეისყიდეს საბავშვო ბაღებისათვის არასაკმარისი სათბობი შეშა, ხოლო გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 12 762 ლარი.

 


საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი