ჯონ ქერი ასადის რეჟიმს მშვიდობიანი მოქალაქეების „ხოცვა-ჟლეტაში“ ადანაშაულებს - „სურს თუ არა სირიის რეჟიმს, შეაჩეროს თავიანთი ხალხის ხოცვა-ჟლეტა?“
16-12-2016, 01:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


იმ ფონზე, როცა აღმოსავლეთ ალეპოდან სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების და მებრძოლების ევაკუაცია გრძელდება, თუმცა ღამით პროცესი შეჩერებული იყო, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ასადის მთავრობას მშვიდობიანი მოქალაქეების "ხოცვა-ჟლეტაში" ადანაშაულებს. 

 

 

„ერთადერთი შეკითხვა, რომელიც რჩება, არის ის, სურს თუ არა სირიის რეჟიმს, რუსეთის მხარდაჭერით, წავიდეს ჟენევაში, არის თუ არა მზად კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, და სურთ თუ არა შეაჩერონ თავიანთი ხალხის ხოცვა-ჟლეტა“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ.

 

 

სირიამ და რუსეთმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

 


BBC-ის ცნობით, ხუთშაბათს, ევაკუაციის პირველ დღეს, 3 000-ზე მეტი ადამიანის და 40 დაჭრილის ევაკუაცია მოახდინეს ავტობუსებით და სასწრაფო დახმარების ავტომანქანებით, მაგრამ გაერო აცხადებს, რომ 50 000 ადამიანი მაინც არის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მომწყვდეული, რომლებიც გაყვანას ელოდებიან.

 


სირიის არმიამ, რუსეთის მხარდაჭერით, თითქმის მთლიანად აიღო ხელში ქალაქი ალეპო.

 


სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გამოეხმაურა ალეპოს „გათავისუფლებას“ - 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრძოლების შემდეგ - და განაცხადა, რომ ისტორია დაიწერა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი