ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის დაზიანებული მილსადენი აღდგენილია და ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად მოხდება.
"16 დეკემბერს ღამის საათებში ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის ოფისის ინფორმაციით, ტექნიკურმა ჯგუფებმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს და დაზიანებული მილსადენი სრულად აღადგინეს.
ამჟამინდელი ინფორმაციით, გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს. დღის ბოლომდე აბონენტთა უმრავლესობას გაზის მიწოდება აღუდგება. სრული აღდგენა ხვალ, დღის პირველ ნახევარში დასრულდება.
გაზის გათიშვამ საჯარო სკოლებში და ბაღებში შეფერხებები გამოიწვია. ბათუმში მხოლოდ 3 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ბათუმში 24 საჯარო სკოლაში, ხოლო ხელვაჩაურში 7 საჯარო სკოლაშია დროებით შეწყვეტილი სწავლა.
სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა იმ სკოლეში, სადაც გათბობა ბუნებრივ აირზე არ არის დამოკიდებული. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მათ გააჩნიათ გათბობის ალტერნატიული წყარო, თუმცა ბავშვების გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია.
თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები", - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.