თეა წულუკიანი: ყველა ინსტიტუტმა კეთილი უნდა ინებოს და დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან, რათა კონსტიტუცია ერთად გავაუმჯობესოთ
16-12-2016, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ "კონსტიტუციის გასაუმჯობესებლად, ყველა ინსტიტუტი უნდა დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან". მისივე აზრით, "თუკი რომელიმე ინსტიტუტი უარს იტყვის ამაზე, ეს ამ მოცემული ინსტიტუტის პრობლემაა"

 

 

„მე რომ არ ვიყო ამ კომისიის წევრი, ეს კომისია მაინც იქნება ლეგიტიმური; რომელიმე ახლანდელი წევრი რომ არ იყოს წევრი, ეს კომისია მაინც იქნება ლეგიტიმური. ამიტომაც, ალბათ, ყველა ინსტიტუტმა კეთილი უნდა ინებოს, გამოიჩინოს კეთილგონივრულობა, დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან სხვა ინსტიტუტებთან, რათა კონსტიტუცია, ჩვენი ძირითადი კანონი და ფუძემდებლური სამართლებრივი ტექსტი ერთად გავაუმჯობესოთ. თუკი რომელიმე ინსტიტუტი უარს იტყვის ამაზე, ეს ამ მოცემული ინსტიტუტის პრობლემა მგონია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შესახებ დადგენილება გუშინ მიიღო. პროცედურულად, დადგენილების მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო კომისია მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში დაკომპლექტდება და მუშაობას შეუდგება. ცნობილია, რომ საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარს აცხადებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი