სირიის მთავრობამ აღმოსავლეთ ალეპოდან სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების და მებრძოლების ევაკუაცია შეაჩერა, ბრალი დასდო რა ამბოხებულებს შეთანხმების პირობების დარღვევაში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამთავრობო წყაროებმა განაცხადეს, რომ აჯანყებულებმა სირიის სხვა ტერიტორიაზე, პრო-სამთავრობო სოფლებიდან ზავის პირობებით გათვალისწინებული ევაკუაცია დაბლოკეს.
გავრცელებული ცნობით, მილიცია ალეპოდან გამოსული ავტობუსების მიმართულებით ისროდა.
BBC-ის ცნობით, ხუთშაბათის შემდეგ, 6 000-ზე მეტი ადამიანის და 40 დაჭრილის ევაკუაცია მოახდინეს ავტობუსებით და სასწრაფო დახმარების ავტომანქანებით, მაგრამ გაერო აცხადებს, რომ 50 000 ადამიანი მაინც არის ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მომწყვდეული, რომლებიც გაყვანას ელოდებიან.
სირიის არმიამ, რუსეთის მხარდაჭერით, თითქმის მთლიანად აიღო ხელში ქალაქი ალეპო.
შეერთებულმა შტატებმა სირიის მთავრობას ქალაქში „ხოცვა-ჟლეტვაში“ დასდო ბრალი.
„ერთადერთი შეკითხვა, რომელიც რჩება, არის ის, სურს თუ არა სირიის რეჟიმს, რუსეთის მხარდაჭერით, წავიდეს ჟენევაში, არის თუ არა მზად კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, და სურთ თუ არა შეაჩერონ თავიანთი ხალხის ხოცვა-ჟლეტა“, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ.
სირიამ და რუსეთმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გამოეხმაურა ალეპოს „გათავისუფლებას“ - 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრძოლების შემდეგ - და განაცხადა, რომ ისტორია დაიწერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.