თბილისში გერმანულ-ფრანგული ამბასადორიალი მიმდინარეობს
16-12-2016, 04:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში გერმანულ-ფრანგული რეგიონული ამბასადორიალი მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამბასადორიალში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი პირველად მასპინძლობს, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩების და ასევე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

 

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე, ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა გერმანიისა და საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე რეგიონალური ამბასადორიალის თბილისში ჩატარების შესახებ, რაც მისი შეფასებით ხაზს უსვამს საქართველო-გერმანია-საფრანგეთის განსაკუთრებულ ურთიერთობებს.

 

 

„რეგიონალური ამბასადორიალის საქართველოში, თბილისში ჩატარება არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო ადგას ძალიან მნიშვნელოვან გზას, ეს არის თანამშრომლობა, პარტნიორობა, ინტეგრაცია ევროპასთან. როგორც მოგეხსენებათ, გერმანიასთან და საფრანგეთთან ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ორივე ქვეყანამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხში, ასევე ეკონომიკური კავშირების გამყარების კუთხით ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, რეგიონალურ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებზე, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, ორმხრივი ურთიერთობებზე საფრანგეთთან და გერმანიასთან, საქართველოს როლზე რეგიონში, სატრანზიტო პროექტებზე, რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საქართველოში არსებული მდგომარეობა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება მიმოიხილა.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ორმხრივ ურთიერთობებზე გერმანიასთან და საფრანგეთთან და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების დიდ პოტენციალს.

 

 

„ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ორივე ქვეყანასთან, რომელიც მიმართული იქნება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების მოძიებაზე და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი