„ლენტეხი-ლაშხეთის გზას გადაუჭარბებლად შეიძლება ეწოდოს სიკვდილის გზა... შუქი თითქმის არ გვაქვს“ - მოსახლეობა დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების მოუგვარებლობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს
16-12-2016, 05:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდთოვლობის გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. როგორც ქვემო სვანეთის მცხოვრებლები აცხადებენ, შემოდგომიდან მოყოლებული ხშირია ელექტროენერგიის გათიშვა, ზამთარში კი დენის წასვლა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია - სათანადოდ არ იწმინდება ცენტრალური გზა, სადაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ერთმანეთისთვის გვერდის ავლას ვერ ახერხებენ, რომ აღარაფერი ითქვას შიდა სასოფლო გზებზე. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სრულ უმოქმედობაში ადანაშაულებენ და მათი ნაწილი შექმნილი მდგომარეობის შესახებ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას სოციალურ ქსელში გამოხატავს.

 


„ლენტეხი-ლაშხეთის გზას გადაუჭარბებლად შეიძლება ეწოდოს სიკვდილის გზა... შუქი თითქმის არ გვაქვს“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი Facebook-ზე, რომლის განცხადებას და ფოტოსაც ბევრი გაზიარება აქვს და ბევრი კომენტარიც ახლავს, და ამატებს, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტი „შავი ფულის გასათეთრებელი ადგილია“. მეორეგან კი, იგივე მომხმარებელი ამბობს: „უპატრონო ლენტეხის რაიონი! მილიონობით გამოყოფილი ფული და აბსოლუტური ქრონიკული უგზოობა, უშუქობა და უიმედოდ დარჩენილი ხალხი... !!!“ (განცხადება, რომელსაც თან ფოტოც ერთვის, ლათინური შრიფტითაა გამოქვეყნებული).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით Guardian.ge ლენტეხის მუნციპალიტეტის გამგებელს, ამირან ჯამბურიძეს დაუკავშირდა. გამგებელი ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობით გაღიზიანებულ მოქალაქეებს, მის ამომრჩევლებს საკმაოდ უკმეხად მოიხსენიებს, მათ „არანორმალურებს, შეშლილებს და ინტრიგნებს“ უწოდებს და ამბობს, რომ არ გააჩნიათ საჭირო რაოდენობის ტექნიკა და შესაბამისად, პრობლემის სრულად მოგვარების გზები.

 

 

„ერთი პერიოდი გაიწმინდა, ერთი კვირის წინათ, მთლიანად ხეობა და დაამატა ორ დღეში და შემიკლა უკვე ხალხმა. მე ასე სწრაფად რომ შევძლო ამის გაწმენდა, მაშინ რაღა მიჭირს. ისეთ დღეში ვარ ახლა, წარმოიდგინეთ ორ დღეში მოვიდა დიდი თოვლი, ყველა სოფელში კი მყავს, მაგრამ ბევრი სოფელია და ერთ დღეში და ორ დღეში ვერ ვასწრებ, ხალხს ერთბაშად უნდა. ამდენი ტექნიკა არ არის, მეზობელი რაიონებიდანაც რომ წამოვიყვანო, მათაც პრობლემა აქვთ. ცენტრალური გზა გაწმენდილია, პრობლემა არსად არავის არ აქვს. სადაც მიცვალებული და ავადმყოფია, გზა ყველგან გავწმინდე. ახლა მეორე წრეზე მიდის ტრაქტორები. ერთ კვირაში დავამთავრებთ, მეტი საშუალება არ არსებობს“, - განუცხადა Guardian.ge-ს ლენტეხის გამგებელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ მუნიციპალიტეტის ზედა ზონის სოფლებში ელექტროენერგია ამ დრომდე გათიშულია.

 

 

„მუნიციპალიტეტის ზედა სოფლები მოწყვეტილია. უღელტეხილებზე, მიუდგომელ ადგილებზე გაფუჭებულია სადენები და გუშინდელი დღიდან წვალობენ. ყველა ბრიგადა ჩართულია მაქსიმალურად, შესაძლებლობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ამირან ჯამბურიძემ და სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ, რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემების გადაწყვეტის მხრივ სრულ უუნარობას იჩენს - გაღიზიანებით და ხმამაღალი ტონით განაცხადა:

 

 

„მაგას ვინც წერს, არანორმალური და შეშლილია, მაგათ ნუ მოუსმენთ თქვენ. თუ ვინმეს აინტერესებს, ჩამოვიდეს და ნახოს ლენტეხი. მე ტრაქტორები ჩართული მყავს სამუშაოდ, ზოგი ფუჭდება, თოვლია და რა ვქნა ახლა. აი, კიდევ თოვას იწყებს. ვინ გითხრათ? ეს არის ინტრიგნებით გავსებული რაიონი. სულ არ აინტერესებთ რაიონის წინსვლა და ჭორიკნობა და მაიმუნობა აინტერესებთ. სახელმწიფომ იცის რა მდგომარეობაა, ადგილობრივი პოლიციის სამმართველოც ჩართულია, სამაშველომაც იცის ყველაფერი, რა ხდება; საჯარო მოხელეები ჩართული მყავს, 20-კაციანი ბრიგადა მყავს, სპეციალური შტაბია შექმნილი. ვისაც ახლა რაღაც ესიზმრება, ელანდება, სიმართლე ჰგონიათ და ცხადი ჰგონიათ. თუ ვინმეს უნდა ჩამოვიდეს, რაიონი გაწმენდილია და სოფლების ნაწილი გაწმენდილია, ნაწილი კი არ არის გაწმენდილი. ვერ ვასწრებთ, ერთბაშად ვერ ვაკეთებთ“.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი