შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება, იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების გაზრდილმა სტატისტიკამ განაპირობა.
“მთავრობამ გაიზიარა ჩვენი პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც სტატისტიკამ აჩვენა გაზრდილია მაჩვენებელი იარაღის უკანონოდ შენახვა ტარების შესახებ. ბოლო 5 წელს რომ დავაკვირდეთ, მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას არ გვაძლევს იმდენ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მართალია ძალიან მონდომებულები ვართ და კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება მეტი პრევენცია და სწორედ ამიტომ მივმართეთ პრევენციით”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
”სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლში ცვლილებები შედის. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, ერთმანეთისგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა/შენახვა.
წარმოდგენილი კანონპროექტით, სპორტული იარაღის და მისი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სანქცია უცვლელად რჩება, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა - სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაისჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.