ბურჯანაძისა და უსუფაშვილის 45 წუთიანი "ლაღი და თავისუფალი" შეხვედრის დეტალები
13-03-2015, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შორის 45 წუთიანი შეხვედრა შედგა, რომელმაც წარმატებულად ჩაიარა.
 


ექსპერტის ცნობით, შეხვედრაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს.

 


სოსო ცისკარიშვილმა, ნინო ბურჯანაძისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრაზე, რომელიც ლიტვის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის ცერემონიალზე შედგა, გაზეთ ,,ალიასთან“ ისაუბრა.

 


,,ეს იყო პასუხისმგებლობის მქონე ორი პოლიტიკოსის მშვიდი საუბარი. ეს ძალიან კარგი სიგნალია, რომ ოპონენტებმა საკუთარ თავში ის რესურსი მონახონ, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესებისკენ იქნება მიმართული. საუბარი შეეხებოდა პარლამენტის თავკაცობის ნაკლებ კომფორტულობას, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ და მეგობრულ ტონში საუბრობდნენ.

 

 

მე ახლა შიკრიკის როლში ნამდვილად ვერ გამოვდგები, იქ მნიშვნელოვან თემებზეც იყო საუბარი. მაგრამ, ჩემი მხრიდან ამ თემებზე ლაპარაკი ლამაზი არ იქნება. ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ორივე პოლიტიკოსი უფრო ბედნიერი იყო, რომ საჯარო სივრცეში არ ჰქონდათ საუბარი, ისინი ძალიან ლაღად და თავისუფლად საუბრობდნენ და გულწრფელობაც დავიჭირე. არც არავინ უკრიტიკებიათ და არც არავინ უქიათ. ეს იყო ორი გამოჩენილი პოლიტიკოსის ტაიმ-აუტი პოლიტიკიდან," ამბობს გაზეთთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

 


ამასთან, ექსპერტი ნინო ბურჯანაძის პარტიისა და ,,ქართული ოცნების“ დიალოგს არ გამორიცხავს.

 


,,თუმცა, ერთ საინტერესო მინიშნებას მოგცემთ, არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის პოლიტიკური დიალოგი გაგრძელდეს, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელი წინაპირობაა სხვადასხვა დროს დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა კოჰაბიტაციისთვის.

 


არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თანაც მაშინ, როცა 2-3 წლის წინანდელი ყველა პროგნოზი რეალურად დღეს თავდაყირა დგას. ამიტომ, ნურაფერი გაგიკვირდებათ. მთავარია პოლიტიკური ძალა ორიენტირებული იყოს," განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი