გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა
16-12-2016, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ADB-ს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორის, საქმიანობის მნიშვნელობას.

 


"შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, წყალმომარაგების სფეროებში. საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.

 


გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ, რაც ითვალისწინებს ეკონომიკურ განვითარებას, მმართველობის რეფორმას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და განათლების სისტემის რეფორმას. იეშიმ ელჰან-კაიალარის განცხადებით, აზიის ბანკი აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსთან და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური ზრდა", - აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი