იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ "საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე იმ შემთხვევაში უნდა გასხვისდეს, თუ სახეზე გვექნება მსხვილი საინვესტიციო პროექტი".
"დღეს - უცხოელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ პირობებში, მისთვის საინტერესო ნებისმიერი მიწის ნაკვეთი შეიძინოს. ჩვენ გვაქვს მცირე რესურსი, ამას 4 წელია, ვამბობ და დღესაც ვიმეორებ. ამიტომ, თუკი ის გასხვისდება, უნდა გასხვისდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მსხვილი საინვესტიციო პროექტი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა, რომელიც იმედოვნებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ კანონპროექტის დღის წესრიგში ჩასმის შემდეგ, იანვრიდან განხილვა დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.