საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი დავით ზურაბიშვილი ე.წ. მუხროვანის ამბოხის დაგეგმვის ამსახველ ვიდეომასალაში ცალსახად ხედავს დანაშაულებრივ ქმედებებს. მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტი ძალის წარმომადგენლებისა და მათი მომხრეების მხრიდან ვიდეოში ასახული ვითარების გამართლება არადამაჯერებელია. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მუხროვანის ამბოხის საქმეში არსად ფიგურირებდნენ რუსი აგენტები.
"როგორ შეიძლება ადამიანმა ასე დაიბრმავო თავი. ანდა ყველაფერის გამართლება როგორ შეიძლება, ვსაუბრობ წინა ხელისუფლების მომხრეებზე, რომლებიც აქეთ გიტევენ", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა "რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას.
ამასთან, მისი თქმით, გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოზე არა პოლიტიკური დებატები, არამედ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები უნდა მიმდინარეობდეს.
"პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა ისე უნდა გამოიძიონ საქმე, რომ არ გახდეს სალაპარაკო და ვიდეოებზე არ უნდა გვიწევდეს მსჯელობა. ეს უნდა იყოს გამოძიებული, დადებული მტკიცებულებები, მაგრამ ვხედავთ, რომ პროცესები იწელება მუდმივად. ვიღაცეები ამბობენ, რეჟიმი უნდა გავასამართლოთო, რა რეჟიმი უნდა გაასამართლონ, ბაჩო ახალაია ვერ გაუსამართლებია და მაშინ, როცა არაერთი მტკიცებულება არსებობს, მასზე 2 გამამართლებელი განაჩენი დადგა. სირცხვილია უბრალოდ", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ მთავარი პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა "საქმეს მიხედავს და არ მოგვიხდება ისტერიულ მდგომარეობაში ყოფნა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.